Thursday, October 9, 2014
Sunday, October 5, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
ამ დღეს წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო
Saturday, October 4, 2014
Monday, September 29, 2014
Sunday, September 28, 2014
პროექტის პორტფოლიო
დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიოhttps://drive.google.com/folderview?id=0B3YRd3XzKO5_NlhSSW9RTHA2SEE&usp=sharing
Sunday, September 21, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პროექტის შაბლონი,ნიშნის დაწერის პრინციპები, დაწვრილებით ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილეთ საავტორო უფლებები, ვისაუბრეთ დაცულ და დაუცველ უფლებებზე, მასალების ლეგიტიმური გამოყენების განმსაზღვრელ ფაქტორებზე, მის ლეგიტიმურ გამოყენებაზე, ვისაუბრეთ მითითებებზე პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.
Sunday, September 14, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია -
ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება , ბლოგზე ატვირთვა, ვისწავლეთ დრაივში მუშაობა, მივიღეთ საშინაო დავალებები
Sunday, September 7, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს დღეც ჩვეულ რეჟიმში დავიწყეთ, ინტელის რესურსებში დავათვალიერეთ,,მეცხრე დღის დავალება"-სადაც ზუსტად არის ის ნაბიჯები რომელიც გავლილი უნდა გვქონდეს მეცხრე დღის ტრენინგამდე,შემდეგ ისევ ინტელის რესურსებში გავხსენით ,,პროექტების შეფასება" და დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების ფორმები, ტიპები,სტრატეგიები, დავათვალიერეთ შეფასებების ბიბლიოთეკა,ვისწავლეთ ჩეკლისტების შედგენა.განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმწბის მეთოდების სხვადასხვა მაგალითები. ვისაუბრეთ და განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა,
ძალიან კარგი ტრენინგები გვაქვს მე პირადად ბევრ რამეს ვსწავლობ, კმაყოფილი ვარ ჩემი ტრენერით, მაგრამ ერთი კითხვა სულ მაწუხებს ნუთუ არ იღლება ჩვენი ტრენერი დილიდან საღამომდე მთელი დღე მეცადინეობას რომ ატარებს?
Friday, September 5, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ამ დღეს იყო არანორმალურად ცხელი ამინდი, ცოტაარიყოს რთული იყო მეცადინეობაზე ჯდომა, მაგრამ მთელი მონდომებით გადავლახეთ ეს სირთულე, განვიხილეთ ,,განახლებული ბლუმის ტაქსონომია-ზმნების კლასიფიცირება", ,,სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა", ,, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები". მოგვცეს საშინაო დავალებად მასალების წაკითხვა და ერთმანეთის რეფლექსიების შეფასება.
Wednesday, September 3, 2014
მესამე დღის რეფლექსია:
ეს დღეც ჩვეულად დროულად დავიწყეთ, მიმოვიხილეთ წინა ორი დღის მასალა, შევქმენით საკუთარი ბლოგი, დავწერეთ რეფლექსიები, ერთმანეთს გავუცვალეთ ბლოგის მისამართები, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები რეფლექსიებზე, შემდეგ მოვისმინეთ დათოს ბლოგიდან ვიდეო: ,,მიირთვით გომბეშო" . შემდეგ წავიკითხეთ და განვიხილეთ ,,კომენტარების შპარგალკა". მივიღეთ საშინაო დავალება: დათოს ბლოგზე დავათვალიეროთ ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი პოსტი და ზემოთ ხსენებული ,,შპარგალკის" მიხედვით გავაკეთოთ კომენტარები.
Saturday, August 30, 2014
პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღის რეალური რეფლექსია:
პირველ დღეს გავეცანით ერთმანეთს, შემდეგ გავეცანით ინტელის პროგრამას, ტრენინგის მიზნებს,მასალებს, ვისწავლეთ თუ როგორ გვეხელმძღვანელა ამ მასალებით, ვისაუბრეთ პროგრამის მოდულებზე და აქტივობებზე,შევქმენით საკუთარი პორტფოლიო.
Subscribe to:
Posts (Atom)